ვიქტორია ნულანდი პოსტს ტოვებს. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესი“ იტყობინება. სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯონ ქერის კონსულტაციებს უკრაინაზეც უწევდა და მაიდნის მოვლენების აქტიური მონაწილე იყო. ნულანდის გარდა თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო მდივნის მოადგილე პატრიკ კენედი და ყოფილი მდივნის მრჩეველები ჯოის ბარი და მიშელ ბონდიც. რაც შეეხება სახელმწიფო მდივანს, მის მოვალეობას დროებით ტომას შენონი ასრულებს.