მადლენ ოლბრაიტი მზადაა ისლამი მიიღოს. ამის შესახებ ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.
„მე გავიზარდე კათოლიკედ, შემდეგ ეპისკოპალური ეკლესიის აღმსარებლობა მივიღე, მოგვიანებით შევიტყვე, რომ ებრაული ოჯახიდან ვიყავი. ახლა კი მუსულმანებისთვის სოლიდარობის ნიშნად მზად ვარ ისლამური რელიგიის მიმდევრად დავრეგისტრირდე,“-წერს ოლბრაიტი.
ამ ფორმით ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა პროტესტი თეთრი სახლის ლიდერს გამოუცხადა, რომელმაც მუსლიმანური ქვეყნების მიმართ საემიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრა.