მექსიკის პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აშშ-მექსიკის საზღვარზე დამცავი კედელი უნდა აშენდეს. ენრიკე პენია ნიეტოს თქმით, ბარიერის მშენებლობას მექსიკა არ დააფინანსებს, ქვეყნის ხელისუფლება კი აშშ-ს ტერიტორიაზე მყოფი საკუთარი მოქალაქეების უფლებების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.