ამერიკის 45-ე პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ გაცემული პირობების შესრულებას იწყებს. დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს, რომ მექსიკის საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობის დაწყების განკარგულებას ხელს დღეს მოაწერს.
„ეს იქნება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩვენ კედლის მშენებლობას დავიწყებთ,“-წერს ტრამპი.