გაეროს გენერალური მდივანი იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების მშენებლობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ანტონიო გუტერიშის თქმით, ისრაელის ქმედებები სამშვიდობო პროცესებს უქმნის საფრთხეს. დასავლეთ სანაპიროზე 2,5 ათასი საცხოვრებელი ბინის მშენებლობის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა.