გაეროში აშშ ელჩის პოსტზე სენატმა ნიკი ჰეილის კანდიდატურა დაამტკიცა. სამხრეთ კაროლინას გუბერნატორს მხარი 99 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 4 სენატორმა მისცა. 44 წლის ჰეილი ინდოელ ემიგრანტთა შთამომავალია. ის რესპუბლიკური პარტიის წევრია და აშშ-ში ყველაზე ახალგაზრდა გუბერნატორად ითვლებოდა.