ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება პატრიოტების დასაცავად არაფერს აკეთებს და მათ არ აფრთხილებს საზღვრის კვეთის შემთხვევაში შესაძლო დაკავების თაობაზე.
„ფაქტია, რომ მანამდე საქართველოს ხელისუფლებას არამხოლოდ არც ერთი ზომა არ გაუტარებია იმისთვის, რომ ეს ადამიანი დაეცვა ამ საფრთხისგან, არამედ მათ რეალურად, ლანგარზე მიართვეს ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ. მას შეუქმნეს ყველა პირობა იმისათვის, რომ ოკუპანტ სახელმწიფოს ეს ადამიანი დაბრკოლების გარეშე ხელში ჩავარდნოდა,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ ,,რუსთავი 2” -თან საუბარში.
მისი აზრით, მთავრობამ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს, ვინც ცერცვაძეს საზღვრის გაუფრთხილებლად გადაკვეთის საშუალება მისცა.
,,ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის გიორგი ცერცვაძის გათავისუფლების მოთხოვნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს.