რუსეთის საზღვართან ჩინური რაკეტების განთავსებას მოსკოვი საფრთხედ არ აღიქვამს. ამის შესახებ კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და მოსკოვი პეკინისგან ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთმა რუსეთის საზღვარზე კონტინენტშორისი რაკეტები განათავსა, დღეს დილით გამოცემა Global Times-მა გაავრცელა.