საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ქმედითი ზომები და თავიდან აირიდოს უკრაინაში დაკავებული ვიცე-პოლკივნიკის, გიორგი ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემა.
უჩა ნანუაშვილის თქმით, ომბუდსმენი აღნიშნულ საკითხს თვალს მიადევნებს.
„ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დაიცვას საკუთარი მოქალაქის უფლებები ყველგან, მათ შორის უცხოეთში და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არ მოხდეს მისი გადაცემა. აქედან გამომდინარე, ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული იმისთვის, რომ თუკი რაიმე კითხვის ნიშნები არსებობს, ქართულმა სასამართლომ მოახდინოს რეაგირება. სახალხო დამცველს აქვს ძირითადად ის ინფორმაცია, რაც მედიით არის გახმაურებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაინტერესებული ვართ და ვსწავლობთ, რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია რეალობას. ჩვენ უნდა ავირიდითო გიორგი ცერცვაძის გადაცემა მტრული სახელმწიფოსთვის ანუ რუსეთისთვის“, - განაცხადა ომბუდსმენმა.