სირიის ოპოზიცია ასტანის სამშვიდობო კომუნიკეს ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ ყაზახეთის დედაქალაქში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ოპოზიციის დელეგაციის თავმჯდომარემ იაჰია ალ არიდიმ განაცხადა. მისივე თქმით, დოკუმენტზე გარანტორი ქვეყნები, რუსეთი, თურქეთი და ირანი მუშაობენ, რომლებიც კომუნიკეს ტექსტს გაავრცელებენ, თუმცა დოკუმენტზე სირიის ოპოზიციის წარმომადგენლის ხელმოწერა არ იქნება.