დონალდ ტრამპის მრჩეველი ნიუთ გინგრიჩი პოპ-ვარსკვლავ მადონას დაპატიმრებას მოითხოვს. ამის შესახებ მან Fox News-ის ეთერში განაცხადა.
“მან ღიად განაცხადა, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის გამო თეთრი სახლის აფეთქებაზე ფიქრობდა. მისი სიტყვები არ შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს, რადგანაც ეს მემარცხენე ფაშიზმია,“-აღნიშნა გინგრიჩმა.
თავად მადონა ირწმუნება, რომ 23 იანვარს ე.წ. „ქალთა აღლუმზე“ წარმოთქმული მისი გამონათქვამები „კონტექსტიდან ამოგლიჯეს.“