12 ივნისს, 12:00 საათზე, წინანდალში ფესტივალი "არტ-გენი 2010" გაიხსნება. ჯგუფი "არტ-გენი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია, წარმოადგენს ფესტივალს "არტ-გენი 2010".
ფესტივალი "არტ-გენი" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახალხო ფესტივალია თავისუფალი ფორმატით. ყოველწლიურად, მას თან სდევს ახალი აქტუალური თემა. ტრადიციულად, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან ერთად, ფესტივალი "არტ-გენი 2010" ეძღვნება ქართულ ენას და დამწერლობას.
სახალხო ფესტივალი "არტ-გენი 2010" დაიწყება პერმანენტული ექსპედიციებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ხოლო დასკვნითი ნაწილი, ტრადიციულად, გაიმართება თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე.