„მოიქეცით წესიერად ან ქვეყანა დატოვეთ,“-ამ სიტყვებით ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში მყოფ მიგრანტებს მიმართა.
„ჰოლანდიელ ხალხს არ უყვარს, როდესაც მათ ქვეყანაში ჩადიან თავისუფლების საძებნელად და შემდეგ თავისუფლების ღირებულებას ფეხქვეშ თელავენ,“-განაცხადა მარკ რიუტემ.
პოლიტიკური ექსპერტები მიგრანტთა წინააღმდეგ პრემიერის რიტორიკის გამკაცრებას მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ. მისი ოპონენტის, ჰერტ ვილდერსის მტკიცებით, რიუტე თავად იყო „ღია კარის“ პოლიტიკის მხარდამჭერი, წინასაარჩევნო პერიოდში რიტორიკის გამკაცრებით კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.