ტრამპმა ამერიკა ტრანს წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან გაიყვანა. შესაბამის გადაწყვეტილებას მან ხელი უკვე მოაწერა.
„ჩვენ ახლახანს შესანიშნავი რამ გავაკეთეთ ამერიკელი მშრომელებისთვის,“-განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმაც, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისას პირობას დებდა, რომ აშშ ორგანიზაციას აუცილებლად დატოვებდა. დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ამ გზით მილიონობით სამუშაო ადგილს შექმნის.
ტრანს წყნარი ოკეანის თანამშრომლობაში აშშ, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, მექსიკა, პერუ, ჩილე, მალაიზია, ბრუნეი, სინგაპური და ვიეტნამი შედიოდა. ამ ქვეყბებთან ტრამპი ორმხრივი ურთიერთობების დამყარებას აპირებს.