მექსიკის პრეზიდენტი პირობას იძლევა, რომ ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრისას ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მიგრანტთა უფლებებს დაიცავს. ენრიკე ნიეტოს თქმით, ის პრობლემების დიალოგით გადაჭრის მომხრეა და არა კონფრონტაციის ან დამორჩილების.
„აშკარაა, რომ შეერთებულ შტატებს ახალი საგარეო ხედვა აქვს, თუმცა მექსიკის ხელისუფლება ვალდებულია საკუთარი ინტერესები დაიცვას,“-აღნიშნა ნიეტომ.