ქართველი რეჟისორის, გიორგი სიხარულიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "წითელი ვაშლები" კლერმონ ფერანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას.
ფილმი ფესტივალის საერთაშორისო კონკურსშია წარდგენილი.
ფილმის "წითელი ვაშლები" მსოფლიო პრემიერა წარმატებით შედგა ტორონტოს A კლასის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც იგი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში იღებდა მონაწილეობას.
კლერმონ ფერანის კინოფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წამყვანი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 100 000 მაყურებელი ესწრება.
ფესტივალი 3-11 თებერვალს ჩატარდება.