ნინო შაბურიშვილის ფილმი "სტუმარი" Festival International du Film d'Aubagne-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
ფილმი 10 წლის ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ზაფხულის არდადეგების დადგომას სხვა ბავშვების მსგავსად არ ელოდება. მისთვის ზაფხული ზღვის სანაპიროზე ყოველდღიური მუშაობაა.
Festival International du Film d'Aubagne საფრანგეთში 20-25 მარტს ჩატარდება.
კინოფესტივალი აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე ასევე დიდი ყურადღება ეთმობა წარმოდგენილი ფილმებისთვის შექმნილ მუსიკას.