ქართველი მხატვრები ოლეგ ტიმჩენკოს დასახმარებლად ერთიანდებიან. დაგეგმილ საქველმოქმედო აუქციონს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე მხატვრებიც უერთდებიან.
150-ზე მეტი მხატვრის 200-მდე ნამუშევარი ერთ საგამოფენო სივრცეში მოიყრის თავს. შემოსული თანხა კი მთლიანად ცნობილი მხატვრის ოპერაციას მოხმარდება.
საქველმოქმედო აუქციონი გალერეა “გამრეკელში” 24 იანვარს გაიმართება.