თაკო გაჩეჩილაძე საქართველოს „ევროვიზია 2017“-ზე თავისი სიმღერით - Keep the Faith - წარადგენს. ეროვნული კონკურსის საფინალო ტური თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში - 122 ქულა მოიპოვა.
ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობდა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.
საქართველო ევროფესტივალზე წელს მეათედ წარადგენს კონკურსანტს. ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.