"ეროვნული საბჭო" "ნაციონალურ მოძრაობას" 150 000 ხმის მოპარვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთმა წევრმა კახა კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "არჩევნები 15 საარჩევნო ოლქში, მათ შორის ახალქალაქში, ზუგდიდში, სიღნაღსა და ჭიათურაში გაყალბდა. ამასთან, პარტიამ საჩივრით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა და ამ ოლქების სამაგიდო სიების გამოქვეყნება მოითხოვა", - განაცხადა კუკავამ.
მისივე თქმით, თუ ცესკო "კონსერვატიულ პარტიას" სამაგიდო სიებს არ მიაწვდის სასამართლოში იჩივლებენ.