საქართველომ ,,გაზპრომთან” კონტრაქტით მიიღო ის, რომ ბუნებრივი აირის შესყიდვის ვალდებულება აღარ აქვს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი განმარტებით, თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი და კომპანია ”სოკარი” საკმარის გაზს მოგვაწვდის, რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი იქნება ნული.
,,ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული კომერციული ფასი, დღეის მდგომარეობით, ვალდებულების გარეშე ან ვიყიდით თუ არა საერთოდ ამ გაზს. პოლიტიკურ ჭრილში ამაზე მეტი დამოუკიდებლობის მიღწევა ალბათ ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი და კომპანია ”სოკარი” საკმარის გაზს მოგვაწვდის, რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი იქნება ნული”, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.