ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დასრულდა. აღნიშნულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალიამ თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ავღანეთის მისიაში საქართველოს ჩართულობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო-ნატოს კომისია წარმატებულად მუშაობს, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ღრმა პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა არსებობს. ნატო - საქართვეოლოს კომისია წარმატებულია და მჯერა, რომ ეს საბოლოო ჯამში საქართველოს ნატოში გაწევრიანებით დასრულდება. საფრთხეების მიუხედავად, ჩვენ თავდაცვის სფეროში რეფორმებს წარმატებით ვახორციელებთ. მნიშნვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ქვეყანაში სამხედრო განათლების თვალსაზრისით. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც "IშAF" მისიაში ასეთი დიდი წვლილი შეაქვს. დარწმუნებული ვარ, ორმხრივი ინტერესებისა და საჭიროებების გაზიარებაზე დაფუძნებული ნაყოფიერი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ჩვენი საერთო მიზნების განხორციელებას, სტაბილურობასა და მშვიდობას ევროატლანტიკურ სივრცეში", - განაცხადა ახალაიამ.