19 იანვარს, 14:00 საათზე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოს მუზეუმში (მის: აღმაშენებლის გამზ. 40) გაიმართება შალვა (მუმუშა) გაწერელიას ხსოვნის საღამო, რომელიც რეჟისორის და პედაგოგის დაბადების დღეს აღინიშნება.
ღონისძიებაზე გაიმართება 2007 წელს გადაღებული 12 წუთიანი დოკუმენტური ფილმის "მუმუშა" ჩვენება, რეჟისორი ვაკო კირკიტაძე. ასევე წარმოდგენილი იქნება თამარ ქუთათელაძის წიგნი "შალვა გაწერელიას თეატრი", რომელიც უნივერსიტეტის გამომცემლობამ "კენტავრი" გამოსცა.
საღამოს შალვა გაწერელიას მეგობრები, კოლეგები და სტუდენტები დაესწრებიან.