,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზურაბ მელიქიშვილის შეფასებით, ლარიზაციის პროგრამა არა პრობლემის მოგვარებას, არამედ პრობლემის შეფუთვას ემსახურება. მისი თქმით, ხელისუფლების გეგმას ლარის სტაბილურობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან მისივე თქმით, დედოლარიზაციას მინიმუმ ათი წელი სჭირდება.
„დედოლარიზაციის განხორციელებას მინიმუმ 10 წელი მაინც სჭირდება. მთავრობის ნაბიჯები, რაც იდგმება, ჰგავს პრობლემის ერთგავარად შეფუთვას და ილუზორული შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს ვიღაცა ზრუნავს გარკვეულ საკითხზე. სინამდვილეში ამას ლარის სტაბილურობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და რა შედეგიც არ უნდა დაიდოს ამ ნაბიჯების შემდეგ, ეს არ იქნება ის შედეგი, რომელსაც ელოდება ჩვენი მოსახლეობა. სტაბილურ ლარს, გაზრდილ ეკონომიკას, გაზრდილ სამუშაო ადგილებს. არცერთი ამათგანი ბუნებრივია, არ კმაყოფილდება ამ შემთხვევაში,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.