საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეჭვმიტანილის სახით დააკავა სახელმწიფო საწარმოს "ენერგია 21" გენერალური დირექტორი ელიზბარ ლომინაძე, დაკავებულია ასევე საქართველოს `ცენტრალური არქივის~ უახლესი ისტორიის არქივის დირექტორი თეიმურაზ ზურმუხტაშვილი. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო საწარმომ `ენერგია-21", რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, 2008 წლის 10 ივლისიდან სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება გაკოტრების რეჟიმში. მითითებული საწარმოს დოკუმენტაციის დამუშავება-დაარქივების მიზნით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი იქნა 373 000 ლარი. სამუშაოების შესასრულებლად 2008-2009 წლებში "ენერგია-21"-ის გენერალურმა დირექტორმა ელიზბარ ლომინაძემ სხვადასხვა ინდმეწარმესთან გააფორმა რამდენიმე ხელშეკრულება, რომლის სანაცვლოდაც ლომინაძემ ინდმეწარმეებისგან ქრთამის სახით აიღო 180 000 ლარი. ამ კორუფციულ გარიგებებში შუამავალი პირი იყო საქართველოს `ცენტრალური არქივის" უახლესი ისტორიის არქივის დირექტორი თეიმურაზ ზურმუხტაშვილი.
ჩადენილი დანაშაულისთვის 2010 წლის 9 ივნისს ელიზბარ ლომინაძე და თეიმურაზ ზურმუხტაშვილი დაკავებულები იქნენ ეჭვმიტანილის სახით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ