17 იანვარს, 18:00 საათზე, სოფელ დიღომში საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება
ჰოსპისს ოფიციალურად გახსნიან საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი და “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე.
ბავშვთა ჰოსპისი ოჯახური ტიპის დაწესებულებაა, სადაც პალიატიურ მზრუნველობას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს. მომსახურება უფასო იქნება. ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისა და მშობლისათვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან საჭირო მომსახურების მისაღებად, შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს.