,,ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ფრაქცია აუცილებლად ექნება, - განაცხადა ენმ-ის დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა.
,,ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად ეყოლება ფრაქცია საქართველოს პარლამენტში. ენმ-ის ფრაქცია არ იქნება უმცირესობების შემადგენლობაში. ფრაქციას ექნება ძალზედ ბევრი ინიციატივა, რომლიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის,“ - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წასულ 21 დეპუტატს პარლამენტში ორი ფრაქცია - "ევროპული საქართველო" და "ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის" ექნება. 27 -დან 21-მა დეპუტატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გუშინ დატოვა. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა პოზიციას იჭერს დეპუტატი აზერ სულეიმანოვი. ფრაქციის შესაქმნელად მინიმუმ 6 დეპუტატია აუცილებელი.