დღეს, 11 ივნისს, თსუ-ში სტუდენტური საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის კანონპროექტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართება. როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, კანონპროექტი განსახილველად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას გადაეცემა.
პრეზენტაციას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი და კომისიის სხვა წევრები დაესწრებიან.
შეხვედრაზე მიწვეული არიან საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და კონსტიტუციონალისტები.