,,ტაბულას“ გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის ენმ-ის თემა ამოიწურა.
,,მოკლედ, ძვირფასო ნაცებო (ეს დროც დადგა), ჩემთვის ენმ-ის თემა ამოიწურა.
შესაბამისად, მთელი ჩემი ენერგიის მიმართვას ვაპირებ ჩემი ქვეყნის მთავარი პრობლემის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
შეეცადეთ, აღარ შევაწუხოთ ერთმანეთი ენმ-ის საკითხით. უბრალოდ შევთანხმდეთ, რომ ვერ ვთანხმდებით.
ნურც თქვენ გაირჯებით. ნურც მე გამრჯით დაბლოკვით.
P.S. წარმატებებს გისურვებთ იქ, სადაც ჩვენი შეხედულებები და ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა”, - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.