,,ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია ნიკა მელიას მოუწოდებს დაკავდეს ივანიშვილთან ბრძოლით.
,,სამწუხაროა, რომ ეს გუნდი და ნიკა მელია ისე დაეცა, რომ ასეთი ტიპის ბრალდებებს ისვრიან თანამებრძოლებზე, ისინი ცდებიან მორალურ ზღვარს, არ ვაპირებ ამ კინკლაობაში დარჩენას. ჩვენ გვაქვს ამოცანა, ძლიერი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბების, რომელსაც ენდობა საზოგადოება და რომელსაც შეუძლია დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილი. ვთხოვ ნიკა მელიას, რომ გამოიჩინოს ღირსება და დაკავდეს ივანიშვილთან ბრძოლით“, - განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ იმ ფორმით, რა ფორმითაც გვთავაზობდა სააკაშვილი, არის წარსული.
,,ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ იმ ფორმით, რა ფორმითაც გვთავაზობს სააკაშვილი, არის დასტური, რომელიც დამოკიდებულია ერთ ბელადზე. მინდა ეს კინკლაობა დასრულდეს და ყველა კონცენტრირდეს ქვეყნისთვის საჭირო პრინციპებზე“, - განაცხადა დეპუტატმა.