ეს იყო ერთსაათიანი გაჩერება თბილისში, - განაცხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჯონ ქერის ხანმოკლე ვიზიტის შესახებ.
”ეს იყო ერთსაათიანი გაჩერება თბილისში და ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ განვითარებაზე, რომელიც საქართველოშია, სახელმწიფო მდივანს მივაწოდე ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, იმ რეფორმებზე, ეკონომიკურ და დემოკრატიულზე, რაც საქართველოში ხორციელდება. პირადად მადლობა გადავუხადე საქართველოს მთავრობის სახელით იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ბოლო წლებში გამოიჩინა საქართველოსთან მიმართებაში. სახელმწიფო მდივანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის საქმიანობას ქვეყანაში ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით”, - განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა.