მოძრაობის "დაიცავი საქართველო" ლიდერები ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებენ. ამის შესახებ განცხადება მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა კოკა გუნცაძემ დღეს კავკასიის პრესკლუბში გააკეთა.
"ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროა, ჩამოყალიბდეს ერთიანი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც გააერთიანებს ოპოზიციურ აზრს და ხელისუფლების ალტერნატიულ ოპოზიციურ ძალას შექმნის", - აღნიშნა გუნცაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე მოძრაობის "დაიცავი საქართველო" წარმომადგენლებმა მუშაობა უკვე დაიწყეს.