პოლიციამ 15 წლის დავით ლიპარიშვილის დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავა.
სამართალდამცველებმა 18 მარიამ ჯაჭვლიანი დააკავეს, რომელმაც ჩადენილი დანაშაული უკვე აღიარა. მისი თქმით, ინციდენტი შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, დავით ლიპარიშვილი დაჭრეს. თავად დაზარალებულის განცხადებით, მისთვის გოგონას ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია.
დავით ლიპარიშვილს ყელის არეში 5-სანტიმეტრიანი ჭრილობა აქვს მიყენებული.