11 ივნისს, 11:00 საათზე, სისხლის სამართლის საქმის ინტეგრირებული მართვის სისტემის ათვისების მიზნით, პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის ტრენინგების კურსი ჩატარდება.
საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამა პროკურორებისა და გამომძიებლებისთვისაა განკუთნვილი. პროგრამის საშუალებით შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმეების ელექტრონულად წარმოება, უწყვეტი კავშირი სასამართლოსთან, ექსპერტიზის ბიუროსა და ასევე პროგრამაში რეგისტრირებულ სხვა მომხმარებლებთან, რაც გამომძიებლებისა და პროკურორების საქმიანობას უფრო სწრაფსა და ეფექტიანს გახდის.
აღნიშნული პროგრამა პილოტურ რეჟიმში უკვე გაშვებულია ქ. რუსთავში და ერთი თვეა წარმატებით ხორციელდება. ამ ეტაპზე დაგეგმილია ქ. თბილისის ჩართვა. ტრეინინგი ეტაპობრივად გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ პროკურორები და გამომძიებლები საქართველოს ყველა რეგიონიდან.