ხვალ, 11 ივნისს, სამხრეთ აფრიკაში ფეხბურთში მე-19 მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. მუნდიალი ზუსტად ერთ თვეს გასტანს და 11 ივლისს დასრულდება.
მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი სამხრეთ აფრიკისა და მექსიკის ნაკრები გუნდების შეხვედრით გაიხსნება, რომელიც 11 ივნისს, თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩი სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგში, "სოკერ-სიტის" სტადიონზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ამავე სტადიონზე ჩატარდება ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი და 11 ივლისს გასამართი ფინალური მატჩი.
როგორც ცნობილია, ჩემპიონატში 32 ქვეყნის ნაკრები გუნდი მონაწილეობს. ამ დროისთვის ყველა მათგანი სამხრეთ აფრიკაშია დაბანაკებული. საფეხბურთო მატჩები სამხრეთ აფრიკის 9 ქალაქში გაიმართება: იოჰანესბურგში (სტადიონები: "სოკერ-სიტი, "ელის პარკი"), დურბანში ("მოსე მაბჰიდა") პრეტორიაში ("ლოფტუს ვერსფელდი"), პორტ-ელისაბედში ("ნელსონ მანდელა ბეი"), ბლუმფონტეინში ("ფრი-სტეიტი"), პოლოკვანში ("პიტერ მოკაბა"), ნელსპრუტში ("მბომბელა") და რუსტენბურგში ("როიალ ბაფოკენგი").
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი აფრკის კონტინენტზე პირველად ტარდება, ფიფას მესვეურებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 2002 წლის მუნდიალი აზიის კონტინენტზე: კორეა-იაპონიში ჩატარდა. ის ფაქტი, რომ წლევანდელი ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში ტარდება, გარკვეულწილად ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად UNIჩEF-ის კეთილი ნების ელჩმა, ნელსონ მანდელამ განაპირობა.
აფრიკის მუნდიალს საკუთარი ოფიციალური სიმბოლო, ანთროპომორფული ლეოპარდი "ზაკუმი" ჰყავს, რომელიც მასპინძელი ქვეყნის სათამაშო ფერებშია გადაწყვეტილი - ყვითელი და მწვანე. წლევანდელი მუნდიალის ოფიციალურ სიმღერას კი წარმოშობით აფრიკელი მომღერალი, K'ნაან ასრულებს - ჭავინგ Fლაგ.
როგორც ცნობილია, 1930 წლის პირველი ტურნირის შემდეგ, საფეხბურთო მუნდიალი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. ჩემპიონატი 1942 და 1946 წლებში, მეორე მსოფლიო ომის გამო არ გაიმართა. მუნდიალის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო რაუნდები სამ წელზე მეტსხანს მიმდინარეობს.
ამასთან, საფეხბურთო მუნდიალს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში, 2002 წლის ფინალურ მატჩს დაახლოებით 1,1 მილიარდი ადამიანი ადევნებდა თავლს ტელევიზიის მეშვეობით.
საინტერესოა, რომ დღემდე ჩატარებული 17 ჩემპიონატიდან მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ შეძლო მსოფლიო თასის მოპოვება. ამჟამინდელი ლიდერია ბრაზილიაა - ყველაზე წარმატებული გუნდით მსოფლიოში, გაიმარჯვა რა ხუთ ტურნირში, მას მოჰყვება იტალია ოთხი გამარჯვებით. შემდეგ მოდის გერმანია სამი გამარჯვებით. მსოფლიო თასს ორ-ორჯერ დაეუფლნენ - ურუგვაი და არგენტინა, ხოლო თითო გამარჯვება აქვთ: ინგლისსა და საფრანგეთს.
საიტერესოა ერთი გარემოებაც, ევროპაში ჩატარებული ცხრა ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა არა-ევროპულმა გუნდმა - ბრაზილია 1958 წელს. ევროპის გარეთ ჩატარებულ ჩემპიონატებში კი მხოლოდ სამხრეთ ამერიკული გუნდები (ბრაზილია, არგენტინა, ურუგვაი) იმარჯვებდნენ.
წლევანდელი სამხრეთ აფრიკის მუნდიალის გამარჯვების უმთავრეს ფავორიტად ბუკმეკერები ესპანეთის ნაკრებს მიიჩნევენ და შესაბამისად მის გამარჯვებას ყველაზე ნაკლებ კოეფიციენტს ანიჭებენ. შემდეგ ინგლისი, არგენტინა და ბრაზილია მოდიან. ბუკმეკერების აზრით, ჩემპიონატის სხვა წამყვან ნაკრებს: იტალიას, გერმანიას, საფრანგეთსა და ჰოლანდიას გამარჯვების შედარებით ნაკლები შანსი აქვთ.