,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტიიდან წასულმა ჯგუფმა თავიდან უნდა შექმნას პოლიტიკური და ფინასური რესურსი.
"მე ღრმად მწამს იმის, რომ იმ 500 ათასზე მეტმა ამომრჩევლმა, რომელმაც ხმა მისცა ენმ-ს, ხმა მისცა ჩვენს ღირებულებებს, რომლებზეც ეს პარტია იდგა და მომავალშიც იდგება. ასე რომ, თუ გარკვეული ჯგუფი გავა ენმ-დან, მე ვფიქრობ, რომ მათი პასუხისმგებლობა იქნებოდა თავიდან შეექმნათ ის პოლიტიკური რესურსი, მათ შორის ფინანსური, რაც მათ საქმიანობას დასჭირდება. სამართლიანი სწორედ ეს იქნებოდა", - აცხადებს ბოკუჩავა.
რაც შეეხება პარტიის ლოგოსა და ოფისს, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ საკუთარ ბრენდზე ახალი პოლიტიკური გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს.
"ასეთ საკითხებზე საუბარი არის საერთოდ ზედმეტი, რადგან პარტია რჩება იქ, სადაც იყო, თავის მხარდამჭერებთან ერთად. ახალი პოლიტიკური გუნდს, რომელსაც ალბათ შექმნის გიგა ბოკერია საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად, თავად ჩამოყალიბდება საკუთარ ბრენდზეც, ლოგოზეც,ოფისზეც და ა.შ.", - აცხადებს ბოკუჩავა.