პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე იაროსლავ კაჩინსკის პარტიის "კანონი და სამართლიანობა" პოპულარობა იზრდება. შესაბამისად, მცირდება მისი სხვაობა მმართველ პარტიასთან "სამოქალაქო პლატფორმა", რომლის ლიდერი პერზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლი ბრონსილავ კომოროვსკია.
ამ დროისათვის კაჩინსკის პარტიას ამომრჩეველთა 33,7 პროცენტი უჭერს მხარს, კომოროვსკის პარტიას კი _ 41,9 პროცენტი. შესაბამისად პოლონეთის ორ წამყვან პოლიტიკურ პარტიას შორის სხვაობა 10-დან 8 პროცენტამდე შემცირდა. სოციოლოგთა აზრით, კომოროვკსის პარტია მომხრეებს ნელ-ნელა კარგავს, კაჩინსკის პარტია კი თავის პოტენციურ ელექტორატს ზრდის.