ენმ-ის წევრი ზურაბ მელიქიშვილი მიიჩნევს, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესებიდან ,,ნაციონალური მოძრაობა“ უფრო გაჯანსაღებული და გაძლიერებული გამოვა. მისივე განცხადებით, მთავარია, „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება იმ იდეების და იმ ღირებულების ერთგული რის ირგვლივაც ის შეიქმნა.
„ნაციონალური მოძრაობის დაფუძნების დღიდან 17 წლის განმავლობაში ჩვენ გვინახავს მოსვლაც და წასვლაც. მთავარია, „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება იმ იდეების და იმ ღირებულების ერთგული რის ირგვლივაც ნაციონალური მოძრაობა შეიქმნა. მიუხედავად ჩემთვის გაუგონარი და მთელი რიგი ადამიანებისთვის შეუფერებელი წინააღმდეგობებისა, 20 იანვარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა აუცილებლად ჩატარდება და ბევრი ადამიანის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ პარტია ამ პროცესიდან გამოვა უფრო მეტად გაჯანსაღებული და უფრო მეტად გაძლიერებული და აუცილებლად დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს საერთო სახალხო მოძრაობის წინა ხაზზე, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
ცნობისათვის, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ჯგუფი, რომელიც დღეს არის პარტიის მმართველობაში, დატოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“.