საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი აცხადებს, რომ გრძელდება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი და ევროკავშირის ინსტიტუტები მალე განაახლებენ მუშაობას.
„აღნიშნული პროცესი გრძელდება. ევროკავშირის ინსტიტუტები განაახლებენ მუშაობას ამ პროცესის დასასრულებლად. ჩვენ ამ პროცესის ბოლო სტადიაზე ვიმყოფებით. ასე რომ, როგორც ბრძანეთ, თქვენ ელოდებით, ხოლო ჩვენ ვმუშაობთ ამ პროცესის დასასრულებლად“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
ელჩმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია.