ბევერლი-ჰილზში ოქროს გლობუსით დაჯილდოვების 74-ე ცერემონია დასრულდა. წლევანდელი ტრიუმფატორი რეჟისორ დემიენ შაზელის მიუზიკლი ლა-ლა ლენდი გახდა. 7 კატეგორიიდან ფილმმა 4 ჯილდო მიიღო. ოქროს გლობუსი საუკეთესო კომედიური როლის შესრულებისთვის კანადელ მსახიობს, რაიან გოსლინგს გადაეცა. ასევე საუკეთესოდ აღიარეს ფილმის კომპოზიტორი ჯასტინ გურვიჩი, სცენარისტი დამიენ შაზელი და მომღერლები ბენჯ პესეკი და ჯასტინ პოლი.