ჩემი ცხოვრების მიზნად გავიხდი, რომ ეს ადამიანები აღმოვაჩინო იქ, სადაც ისინი იმსახურებენ, - განაცხადა”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მასზე მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას.
”ჩემი ცხოვრების მიზნად გავიხდი, რომ ეს ადამიანები აღმოვაჩინო და იქ მივუჩინო ადგილი, სადაც ისინი იმსახურებენ, იმიტომ კი არა რომ შური ვიძიო, არამედ იმისთვის, რომ არც მე და არც სხვა ადამიანი ამ ქვეაყანაში, ასეთი ინციდენტის მსხვერპლი არ გახდეს. ასეთი ძალადობრივი ფონი ამ ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წელია არის და ზუსტად დაუსჯელობა ახალისებს ასეთ ფონს. მე, როგორც ერთი მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები იმდენად მძიმედ დაისაჯონ, რომ სხვას ამის გამეორება აღარ მოუნდეს”, - აღნიშნა გვარამიამ.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თქმით, თავდაპირველად თავდამსხმელების სამიზნე მხოლოდ ის იყო და მის მეგობრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენეს, რაც ისინი ინციდენტში ჩაერივნენ.