პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალების ბიუჯეტის შესავსებად წამლები 40-50 პროცენტით არის გაძვირებული". ამის შესახებ განცხადება გია ცაგარეიშვილმა დღეს, პარალმებტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და როგორც მან აღნიშნა, წამლებზე ფასები ძვირდება აპრილიდან, არჩევნების შემდეგ კი ამ ფასებმა ერთბაშად კატასტროფულად მოიმატა.
"როდესაც კითხულობ თუ რატომ არის წამლებზე ფასები ასეთი გაძვირებული პასუხად დოლარის კურსის გაზრდას ასახელებენ, თუმცა წრამოუდგენელია ფარმაცევტულ ბაზებში, სადაც წამლები 5-6 თვით ადრე შედის რეალიზებამდე ფასების ზრდა ამას უკავშირდებოდეს", - აცხადებს გია ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ ფასების ზრდა იმიტომ ხდება, რომ ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც "ნაციონალებთან" არიან "შეზრდილნი" პარტიის ბიუჯეტს აფინანსებენ და დაფინასნების წყაროების მოსაზიდად ფასებს ზრდიან წამლებზე.
ცაგარეიშვილის თქმით, ეს ტენდენცია იქამდე მივა, რომ ქვყეანაში წამლის მყიდველი არცერთ ადამიანი აღარ დარჩება და მისი თქმით, აფთიაქებში უკვე შეინიშნება წამლის რეალიზაციის ნაკლებობა. სწორედ ამიტო,მ იგი სააკაშვილს მოუწოდებს, რომ იზრუნოს საკუთრ მოსახლეობაზე და "ნაციონალებს არ გადააყოლოს მთელი ქვეყანა", რაც მთავარია იგი იმ პირებს, ვინც ფასების კონტროლზე არიან პასუხისმგებელნი მოუწოდებს ,აღნიშნული საკითხით დაინტეერსდნენ.