2017 წელში გამოწვევები რაც იქნება, ეს კვლავ უმუშევრობაა” - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
მისივე თქმით, 2016 წლის ტენდენციები იმდენად პოზიტიურია, რომ 2017 წლისთვის ბევრი რამ მოწესრიგებული იქნება.
”ეს არის ჩვენი უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც 4 წელიწადში ვერ იქნება დაძლეული, მაგრამ ტენდენციები იმდენად პოზიტიურია, რომ გაზრდილი ინვესტიციები და ეკონომიკური პროექტები მაფიქრებინეს, რომ 2017 წლისთვის ბევრი რამ მოწესრიგებული იქნება,” - განაცხადა გია ვოლსკიმ.