საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, პატრიარქის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა საბედნიეროდ უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არ არის. დავით სერგეენკოს თქმით, ილია მეორე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
,,არ მაქვს უფლებამოსილება კონკრეტულ კლინიკურ დეტალებზე გესაუბროთ, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა, გამომდინარე ასაკიდან და თანმდევი დაავადებებიდან, მაინც უკიდურესად საყურადღებოა და ის ექიმების მეთვალყურების ქვეშ რჩება“,- განაცხადა სერგეენკომ.