2017 წელი არ იქნება კარგი, თუ, არ დაგვიჯერებენ და არ განახორციელებენ იმ გეგმას, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, - განაცხადა ენმ-ის წევრმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, ,,2017 წელი იქნება ძალიან კარგი”.
,,პრემიერის ასეთ განცხადებას ყოველთვის ახლდა ხოლმე უარესი წელიწადი. სამწუხაროდ, ბოლო საოცნებო წელიწადი გამოდგა ყველაზე უარესი და ამის დასტურია ლარი. ამიტომ თუ გადავხედავთ მომავალი წლის ბიუჯეტს, იმ ეკონომიკურ პოლიტიკას და ცვლილებებს, რასაც მთავრობა აპირებს, 2017 წელი არ იქნება კარგი, თუ, რა თქმა უნდა, არ დაგვიჯერებენ ჩვენ და არ განახორციელებენ იმ გეგმას, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ხელისუფლებას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.