"გაეროს სანქციები ნახმარი ცხვირსახოცებივითაა, რომელიც სანაგვეში უნდა მოისროლო", - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა ტაჯიკეთში ვიზიტის დროს გაეროს მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებული სანქციების კომენტირებისას განაცხადა.
"ჩვენ გვინდა ახალი მსოფლიოს აშენება, რომელიც სამართლიანობაზე, თანასწორობასა და მაღალ ზნეობრივ ღირებულებზე იქნება დაფუძნებული", - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ გამკაცრებული ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო, რომელიც ფინანსურ ოპერაციებზე შეზღუდვებსა და იარაღით ვაჭრობაზე ემბარგოს დადებას ითვალისწინებს.
ოფიციალური თეირანი კი აცხადებს, რომ ირანი ურანის გამდიდრებას არ შეწყვეტს, რადგან მის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებას გეგმავს.