ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ პარლამენტმა შეასრულოს ტვინის ფუნქცია სახელმწიფოს ორგანიზმში, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შევედრაზე.
,, არანაკლებ მნიშვნელოვანია საზედამხედველო ფუნქცია. როდესაც ჩვენ გვინდა იყოს ძლიერი საპარლამენტო რესპუბლიკა, ეს ამ ფუნქციის გარეშე ვერ შედგება. თუ საქართველოს პარლამენტს არ ექნება იმის გამოცდილება რესურსი და კომპეტენცია, რომ ზედამხედველობა განახორციელოს ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ქვეყნას ჰყავს ძლიერი საკანონმდებლო ორგანო. მე მგონია, ამის რესურსი საქართველოს პარლამენტს აქვს, რომ ეს ახალი მიმართულებები გააძლიეროს თავის საქმიანობაში და პარლამენტი აქციოს ნამდვილ საკანონმდებლო ძლიერ ორგანოდ”, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა და დასძინა, რომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორთან, საზოგადოებასთან და დონორ ორგანიზაციებთან მუშაობა.