მოსმენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას პარლამენტი იანვრიდან დაიწყებს, - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, დაწყებულია კვლევითი საქმიანობა სხვადასხვა ქვეყნის მოდელებისა და გამოცდილების გაცნობის მიზნით.
"იანვარში დავიწყებთ განხილვას სხვადასხვა ტიპის მოდელის. თებერვალში უკვე პარლამენტს ექნება ცვლილებათა პაკეტი, რათა მარტამდე ეს ცვლილებები მივიღოთ. მოდელებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგან ამ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკას ვეცნობით. ჩვენ მოვძებნით საუკეთესო ბალანსს, რათა ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.