2016 წლის ტელეპროექტად „ჩემი ცოლის დაქალები“ აღიარეს. ახალი ამბების სააგენტო GHN-ის ორგანიზებით, წლის ადამიანებისა და კომპანიების - „ოქროს პერგამენტის" დაჯილდოებაზე ნომინაციაში წლის ტელეპროექტი გამარჯვებული „ფორმულა კრეატივის“ პროექტი „ჩემი ცოლის დაქალები“ გახდა.
„ჩცდ“ არის ფორმულა კრეატივის შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალი, რომელიც 2011 წლიდან ყოველ პარასკევს და შაბათ-კვირას გადის რუსთავი2-ზე.
სერიალი აღწერს ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვობის მეგობრების, ფემინისტი თინას, ქარაფშუტა კატოსა და დიასახლისი ნინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდათ ახალი დაქალები - ნატაშკა და ანკა.
„ჩემი ცოლის დაქალები“ ეხება ქართული საზოგადოებისთვის აქტუალურ თანამედროვე სოციალურ პრობლემებს და საკითხებს, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისთვის არის საინტერესო.
სცენარის ავტორი: ქეთი დევდარიანი
რეჟისორები: გიორგი ლიფონავა, რატი რამიშვილი
პროდიუსერები: ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე, მიშა მშვილდაძე.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს „ოქროს პერგამენტის“ ფარგლებში ჯილდო 11 ნომინაციაში გაიცა.
გამარჯვებულები საქართველოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდნენ. სულ საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2157 რესპონდენტი.
2016 წლის „ოქროს პერგამენტის" ლაურეატები დასახელდნენ შემდეგ ნომინაციებში: წლის პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, ბიზნესმენი, ქველმოქმედი, ჟურნალისტი, სპორტული მენეჯერი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, წლის ტელეპროექტი და „ოქროს პერგამენტის" საპატიო ლაურეატი.
2016 წლის ადამიანებისა და კომპანიების - "ოქროს პერგამენტის" ლაურეატობის კანდიდატების სარეიტინგო შერჩევაში მონაწილეობა 100-მა ექსპერტ-სპეციალისტმა მიიღო. სარეიტინგო შერჩევის საფუძველზე შედგა ნომინატების სია და გამოკითხვის ანკეტა.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო „ფორტუნა", გაზეთი"ვერსია", გაზეთი „ქართული სიტყვა", GHN, "მთავარი.ინფო". „პრაიმნიუსჯორჯია“.
ღონისძიების სპონსერები არიან: რესტორანი „ჭაშნაგირი", სასტუმრო „მუზეუმი".