2016 წლის ქველმოქმედად ფონდი – ნატვრის ხე, ნინო სურგულაძე აღიარეს. ახალი ამბების სააგენტო GHN-ის ორგანიზებით, წლის ადამიანებისა და კომპანიების - „ოქროს პერგამენტის" დაჯილდოებაზე ნომინაციაში წლის ქველმოქმედი, გამარჯვებული მსოფლიო საოპერო მომღერლის ნინო სურგულაძის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი – ნატვრის ხე გახდა.
ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვის ხე“ 2014 წელს დაფუძნდა. შეგროვილი შემოწირულობებით ფონდი სხვადასხვა მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებს ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს „ოქროს პერგამენტის“ ფარგლებში ჯილდო 11 ნომინაციაში გაიცა.
გამარჯვებულები საქართველოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდნენ. სულ საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2157 რესპონდენტი.
2016 წლის „ოქროს პერგამენტის" ლაურეატები დასახელდნენ შემდეგ ნომინაციებში: წლის პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, ბიზნესმენი, ქველმოქმედი, ჟურნალისტი, სპორტული მენეჯერი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, წლის ტელეპროექტი და „ოქროს პერგამენტის" საპატიო ლაურეატი.
2016 წლის ადამიანებისა და კომპანიების - "ოქროს პერგამენტის" ლაურეატობის კანდიდატების სარეიტინგო შერჩევაში მონაწილეობა 100-მა ექსპერტ-სპეციალისტმა მიიღო. სარეიტინგო შერჩევის საფუძველზე შედგა ნომინატების სია და გამოკითხვის ანკეტა.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო „ფორტუნა", გაზეთი"ვერსია", გაზეთი „ქართული სიტყვა", GHN, "მთავარი.ინფო". „პრაიმნიუსჯორჯია“.
ღონისძიების სპონსორებია: რესტორანი „ჭაშნაგირი", სასტუმრო „მუზეუმი"